შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ შეგადარებ არც ზღვას და არც სხვას

მე შენ არაფერს არ შეგადარებ
არ შეგადარებ არც ზღვას და არც სხვას
მე შეგადარებ უცნობს ნაამბობს
რომელიც მეტყვის ოფლს რომ დამასხავს
განწირული ხმით ვიყვირებ ძლიერს
დაობლებული კამარას შევკრავ
ვარდის ფურცლები გულზე მოხვეულს
როგორც მზის სხივი ათბობს ბუნებას.
სიზმრებში ახლოს მოდიხარ კართან
ეზოში ისევ იმოსებ ფერებს
გაბრწყინებულხარ როგორც აისი
წვიმის წვეთები ჩამოგდის თმებზე.
ცისარტყელები უკან მოგყვება
მთვარე გინათებს მილეულ სახეს
შენი ფერება ისევ მეწვევა
ამაღამ ღამე ამაღამ ღამე.
დალეულია სული მოგელის
ძალებს მოიკრებს თვით უკანასკნელს
შენი მოხვევა ისევ მწადია
როგორც მწყურვალი წყალს რომ იგემებს.
სული ხორციდან გამორჩეული
სული დაფრინავს ზეცას გაჰყურებს
მტრედები იქნებ სადმე არიან
რომ ჩემი სული მასთან მივიდეს.
ცაში აფრენილს ბუმბული დაქრის
ქარის წაიღებს სადაც გადაყრის
შენ არ იქნები არასდროს მარტო
რომ დაილიოს ქვეყნის საუნჯე.

ავტორი:ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →