შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მე შენს სიკეთის მარცვალს ვაცოცხლებ

მე შენს სიკეთის მარცვალს ვაცოცხლებ,
სიცოცხლე სულზე უტკბილესია
გაღვივებული მიწის წალკოტში,
ახალი ლერწის წანაზარდია.
დიდი უაზრო თვალებით გეძებ
ყნოსვით გავავსე მე საბერველი
ამოსუნთქვისთვის ვინ მოიცალა
რომ უცაბედათ გამოჰყო ხელი.
ის უცნაურათ თვალებს აცეცებს
ეძებს სითბოს და ეძებს ნაცნობებს
მეგობრებმა ხომ ტაშის ტლაშუნით
მას სიყვარული გამოუცხადეს.
შენ გმოსავს გული, გმოსავს აბჯარი,
როგორც წარსულის მემატიანე.
გაღვიძებული ყველა მგოსანი
სულს უკვდავების ხანში გამყოფებს.

ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →