შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მე არ ვიცი ვის რა უთხრა

მე არ ვიცი ვის რა უთხრა ,
და პასუხი ვის რა გავცე
დედამიწას შემოუვლის
ცუდი სიტყვა მტრულად გაქცევს.
ზოგს ღიმილი ურჩევნია
შეპარული ცბიერ მეტყველს,
არც საუბარს გაექცევა
გამლანძღავს თუ მაგრა უკბენს.
სიტყვა შორის გაიქცევა
ცხრა მთასაც კი გადაურბენს
იქედან კი მობრუნებულს
აუგს ხმაზე აცახცახებს.
უზადოა უხილავი
სახეც არის დამალული
მისი ხმაც კი გაბზარულა
იყო მძორი განტევების.
სიკარგეა თუ ადამი
იცოცხლებდა კიდევ ას წელს
ჩვენ ხომ სახე კვლავ სამოთხის
კარიბჭეში დაგვანახეს.
კარგის მთქმელი კარგად ჩანდეს
ცუდმა იწყოს უკვე ლპობა
რომ იცოდე ქვეყანაზე
არ დაგინდობს ჭექა გმენვა.


ავტორი:ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →