შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მეფერება მზე დილა ჭიკჭიკებს

მეფერება მზე დილა ჭიკჭიკებს,
ბეღურა საკენკს ფრთხილად აკენკავს,
დაგთხიალდება ცელქი ქარები
მომავლის ცქერით გული იფეთქებს.
თუ ნაბიჯები გაზომილი გაქვს
როგორ იარე სიკეთის ნებით,
არ დამარცხდები თუ კი წარსულში
უკან მოხედვით არ დაბერდები.
ხან ღრუბელია თეთრი თოლია
ყორანმა ცა სულ მთლად გააშავა
სევდიანსა მხდის მხდალი დროება
ამაყად მოგვდგამს თავისუფლება.
ფიცი ურყევი უძლეველს გაგხდის
არ დაიშურო წინაპრის სიბრძნე
გამოანათებს ყველა ვარსკვლავი
შენს სანუგეშოთ ლამპარსაც ვანთებ.


ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →