შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წამიერია დღე ულევია

წამიერია დღე ულევია,
ჟამი კი ისევ მონატრებული,
ნახული ისე სახსოვარია
მოგონებებში გადახვეწილი.
არ დავიჩემებ მე ისევ უწინ
ღვიოდა ნაცრის მანათობელი,
ჩამქრალს ვერ შველის სულის ჩაბერვა
და ადამიანს მაგინებელი.
მიდის გზა როცა ძველად მახსოვდა
სევდაც იყო და ოდნავ ნათელიც
არ გაიტეხო ფიცი და რჯული
ჩემი მოდგმის ხარ დავდადებული
დახარბებული მიდის დროება,
ქილიკში გადის უკვე ცხოვრება
რა სამდურავი გამოუცხადო
როცა დავკარგე განზომილება.

ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →