შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ქართული მიწის სურნელს დავნატრი

ქართული მიწის სურნელს დავნატრი
ნამუსიანი კაცის ზმანება,
ქართული დროშა ქარში იქროლებს
გულში იშლება თავისუფლება.
დაიღვენთება ცრემლი მწუხარე
გაიხარებენ თვალნი ათასნი
ჩემი სამშობლოს ყველა მავალი
დიდი პატარა გმირის მარცვალი.
არ დაეცემა ქართველი მტერთან
ზურგზს ვერ იხილავს მტერის თვალები
წაქცეულს ტყვიით ჭრილობას უხვევს
ქართულ მიწიდან ყლორტი იები.
თუ დაიბადე იქ სადაც მაშინ
ძგერდა მღეროდა და თავს დაქცქეროდა
მაღალი ღმერთი შენ სახელს მუდამ
ახსენებდა და იმეორებდა.
თუ იბადები ერთხელ და კვდები
როდის მოხვედი ქვეყნად არ მჯერა
შენ სახელი დარჩება მაშინ
ნამუსის ქუდი თუ გეხურება.


ავტორი:ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →