შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

გაზაფხულში რომ ყვავობს ბუნება

ნახე ვარსკვლავი, როგორ მოვწყვიტე
და მოგიტანე მძივად დავკიდე
რომ ვებერთელა გრძნობით ავსილი
შენ მოფერებით სხივიც ავკინძე.
ნახული თვალით იწვოდა ზეცა
მიწას მოჰქონდა სურნელი ვარდის
არც არასოდეს მომენატრება
სხვა ვარსკვავი და ცალთვალა ეტლი.
ყვავილს სურნელი მიზიდავს ამ დროს
დავეხარბები მოწყვეტას ვჩქარობ
გაზაფხულში ხომ ყვავობს ბუნება
გამორჩეულად ნარცისებს ათრობს.
ეს ყოველივე ფუტკრის შხამია
თუ გააბრაზებ გიკბენს ამჯერად,
მაგრამ ყოველი კბენით საწყალი
ემშვიდობება თურმე ცხოვრებას.

ავტორი:ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →