შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

არ დაიძინებს გული იფეთქებს

ჩუ, მორჩეს ფიქრი კინო და ფილმი,
ნახატი მხატვრის მუსიკის რიტმი
გედის სიმღერა ქალაქს დამღერის,
წვიმა მოსულა თოვლიც, ნამქერიც,
ჩაფიქრებულა ღამით სახლები,
და გათოშილან გარეთ ნაძვები
ხმაურს ატეხენ გარეთ ლოთები
დეპოშს მოაწყობს ბარბაროსები.
ნაპირს მიაპობს მტკვრის ღრმა ტალღები,
აღელვებულა გულის დარდები
ცრემლი მსდის ვტირი რისთვის მაქ ლხინი,
ჩემი სამშობლოს ვერ ვიცავ გმინვით,
დაუჯერებელს სახე წამერთვა
ფეხს ვეღარა ვშლი მომცელეს ტყვიით,
არ დაიძინებს გული იფეთქებს
არ დამშვიდება არც ერთი წამით
უკვდავებისთვის ვინაც იბრძოლა
თავისუფლება ძმობით და ფიცით
ხმა დაიძაბა იოგებს წყვიტავს
არ მოისვენებს მორევი მშვიდი.

ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →