შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ცა გაიხსნა მზე ამოდის გათენდება მალე

ცა გაიხსნა მზე ამოდის,
გათენდება მალე,
მზის სხივებში გაპრანჭულა
მთების სიელვარე,
უმანკოა უბრალოა,
ბუნების სიკაშკაშე,
აქ ხარობენ ნუში, ვარდი
ყვავილობენ ადრე.
გამწვანდება მთა და მდელო,
იფეთქებენ ყლორტი,
ატმის სუნში გახვეულა
იადონის გუნდი.
ტყემლის ყვავილს დასევია,
თვით ფუტკრების კულტი
ისე ხარობს ვერხვის ტოტი
გაფანტულა მტვერი.
კაკაბი ხომ ჭალაშია
ხორბლის მარცვალს ეძებს .
იქ ცბიერი მგელი ტყეში
კურდღლის სოროს ეძებს.
ამ ბუნება საამურსა
ვერ მოწყვიტავ თვალებს.
ისე, კარგად დააკვირდი,
არ გამოგრჩეს რამე.


ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →