შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მზე აივანზე მოსულა

დილა ხითხითით გათენდა,
ვარდისფერია ცის კიდე ,
მზე აივანზე მოსულა ,
თვალებს შორიდან აცეცებს.
მთვარემ თქვა ჩემო ძმობილო
მზესთან სარეცელს ვიყოფდი,
ის ჩემი ძმა ნანატრი
მასთან ათას წელს ვცოცხლობდი.
ღრუბელი თავის სახლია
საბანსაც წელზე იმოსებს,
ჩავა და ღამე წვდიადში,
დაიკარგება იმ მწამსვე
დედამიწა ხომ სველია
ცვარი მოსულა კარამდის,
დაუვიწყარი იყავი ,
გუშინ ღამეც და დილამდეც.
იპრანჭებიან მერცხლები
ბუდის შენებას გადაყვნენ.
ეს მისთვის სიხარულია
ჭიკჭიკით ღობეს იკლებენ.
შრომით დაღლილა კოდალაც
ხეზე ნისკარტი დაცალა
დაუნისკარტა ყველას მას
ხეზე მცოცავს და ჭიასაც.

ავტორი: ალეკო იზორია
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →