შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

აიძრე სახიდან ეგ ყალბი ღიმილი

აიძრე სახიდან ეგ ყალბი ღიმილი,
აივსე თვალები გულწრფელი ცრემლებით,
აუშვი გულიდან დაბმული კივილი,
ნუ ცდილობ დამალო უმწეო ხელები.

არ თქვა, რომ კარგად ხარ,არ თქვა,რომ არ გიჭირს,
რად გინდა ამდენი უაზრო ტყუილი?
ძილის წინ ტკივილი ყელში რომ წაგიჭერს,
მიუშვი,არ შეგრცხვეს მგელივით ყმუილის

გული არ მიუგდო საჯიჯგნად ტკივილებს,
ამოთქვას წუხილი- ნუ უშლი,აცალე,
იტირე,იტირე,გულწრფელად იტირე,
დაცალე,დაცალე,ბოლომდე დაცალე

დაცლილი გულით და დაცლილი თვალებით
უკეთ ჩანს სიცოცხლის ნათელი ფერები,
აუშვი ოცნების ქათქათა აფრები,
აფრინდი და ღრუბლებს მოჰხვიე ხელები....

აიძრე სახიდან ეგ ყალბი ღიმილი....

/ალბათ მოვა დრო/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →