შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

ტერენტის

თანდათან მეც ვიწყებ ლანდებთან შეჩვევას -
ხანდახან მგონია,რომ თავად ლანდი ვარ...
გაძნელდა სულისთვის ფერების შერჩევა,
ლანდივით უხმოდ და უკვალოდ დავდივარ.

ხანდახან ვხვდები,რომ მეც მინდა გაფრენა -
ხანდახან მიწაზეც ძლივს ვადგამ ნაბიჯებს...
ხანდახან მაოცებს მზის სხივთა განფენა,
ხანაც კი უბრალო რაღაცაც მაგიჟებს.

არ მინდა სიცოცხლე, სიკვდილიც არ მინდა -
რაღაცა სხვა მინდა... ცისფერი ოცნება...
თუ სული შემთხვევით უკვალოდ გაფრინდა,
იქნება მიწიონ წმინდანთა ლოცვებმა.

ზარივით ჩამესმის - ,,გახსოვდეს სიკვდილი",
თანდათან ვეჩვევი სიბერის აჩრდილებს,
შენსავით დამჩემდა გლოვა და ტირილი,
სიცოცხლის ფერები ლანდებმა დაჩრდილეს...

თანდათან მეც ვიწყებ ლანდებთან შეჩვევას -
ხანდახან მგონია,რომ თავად ლანდი ვარ...
გაძნელდა სულისთვის ფერების შერჩევა,
ლანდივით უხმოდ და უჩუმრად დავდივარ...

/ალბათ მოვა დრო/
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →