შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ცხოვრება,ლექსები და რაღაც...

ისე ხშირად მიფიქრია ცხოვრებაზე,
რომ გამეგო დარდი ქვის და ბალახის,
მარტოკაცად მომაკვდავში ჩამესახა,
ხსნა სულისა,ღვთაებრივი წამალი

ისე ხშირად გამიტაცებს წარსული,
ღონემიხდილს ჭეშმარიტად მაკვდება,
ვცდილობ ავხსნა დედააზრი სიცოცხლის,
თუ დაიწყო რაღატოღა მთავრდება

ნეტავ რისი მტკიცებაა სიმართლე?
ამ ორღობის დასასრული სად არის?
თუ გული გაქვს დატანჯულიც იბრძოლებ,
რომ იცოდე ეს გოლგოთა ამად ღირს...

აქაოდა ეს აშლილი ზმანება,
მზერა ხევში ჩაკარგული ექოსი,
რაც აქამდე ნაწილ-ნაწილ ყოფამ ჰქმნა,
ჭეშმარიტად შეიცვლება ერთობით

ასე ხშირად მიფიქრია მცნებაზე,
განგებაზე და ურჩ ბედისწერაზე,
მიფიქრია თოვლში მალულ იაზე,
ოდეს ხორცად გადაქცეულ მიწაზე❤

აკაკი გორდელაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →