შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ამ ჩემს მარანში

ამ ჩემს მარანში ღვინო დაცლილა,
ჩამოუყრიათ ყურები ქვევრებს,
ნეკერჩხალს ცეცხლად სცვივა ფოთოლი,
დავხატავდი და შევქმნიდი შედევრს

მაგრამ გამქრალა მუზების კონა
და ვიღაც თითზეც კი მითვლის დღეებს,
შემომეპარა ჭაღარა თმაში,
ტოტი უხმება ჩემს დარგულ ხეებს

შემართულია ჩახმახი თოფზე,
ჩასაფრებული გავცქერი ღელეს,
დაბერებული რქები კი ხნავენ,
მაგრამ კურდღელი გაექცა მწევრებს

კიარ დავბერდი,დაღონდა სული,
ჭეშმარიტებას ამაოდ ეძებს,
გამოდარების ლოდინში მკვდარი,
ცეცხლსაც მივცემდი ნაშვილებ ლექსებს

მაგრამ რა ვქნა რომ ანდერძად მინდა,
ეს პოეზია ვაჩუქო ჩემებს,
რადგან მარანში დაცლილა ღვინო
და სადარდებელს ვუტოვებ ქვევრებს...❤️

აკაკი გორდელაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →