შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

დედას

თუ კი რამე ამ ცხოვრების ცოტა შევისწავლე,
მხოლოდ შენით,მხოლოდ შენით,მხოლოდ შენ მასწავლე
ისე როგორ შეგიყვარო,
როგორც შემიყვარე

წუთი უფლის ბოძებული,
გახსოვს?ტანჯვით მომე,
ტკივილსა თუ სიხარულში
მუხლმოდრეკით მლოცე,

ამას როგორ ვერ ვხედავდი,
როგორ არ მესმოდა,
და ბავშვური გატაცებით ნეტავ სად ვიყავი?!
შენ დარშიც და ავდარშიაც
ერთი ფიქრი გქონდა,
რომ გენახა ჩემი სახე
მუდამ მომღიმარი

ღმერთმა იცის,ჩემზე დარდით
ყველა ცრემლთა ღამე,
და ის მცირე გაბრაზებაც,
სიყვარულით სავსე

როგორც აკვნის იავნანა
ისე მემღერები,
ისე როგორ მოგეფერო,
როგორც მეფერები❤
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →