შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

წვეთი პოეზიისა

თითქოს მინდა გადიკარგოს ცხრა მთას იქით,
მერე თუნდაც ჰპოვოს ტაში მქუხარე,
თითქოს სულაც არ მადარდებს,რა მოელის,
ცეცხლში ვნახო არ ვიქნები მწუხარე

მაგრამ მერე ულექსობა მაშინებს,
მე დარდი მაქვს ცარიელი ფურცლების,
გუშინ ღამით პოეზია შემძულდა,
დღეს შვილივით საათობით ვუცქერი

ახლაც მახსოვს ის პირველი რითმები,
მადრიგალმა გული როგორ მოიგო,
უკითხავად ჩამისახლდა სონეტი,
და ბატონის სავარძელი მოირგო...❤
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →