შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

წუთისოფელი...

დაბადებიდან გარდაცვალებამდე გაწელილ წამს,
სულ ცოტა სიხარულს,
უამრავ დარდს,
უთვალავ ცუდსა და
ერთადერთ კარგს,
არსებულ ქარბუქს და
არსებულ დარს,
ტრიალით უკუღმა
გამოსულ ჩარხს,

კაცი რომ უძლებს და
გაძლება ჰკლავს,
და მაინც ცხოვრება
სამოთხეს ჰგავს...❤️

აკაკი გორდელაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →