შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

აპრილი

ისევ ფიქრად აყვავილდა მდელო
და ქარს მიაქვს მოქნეული თქეში,
საოცარი სიჩუმეა ჩემთან,
ამ აპრილსაც მარტოსული ვხვდები

გაზაფხულის სურნელება მათრობს,
ბულბულთ სტვენა მალამოა სულის,
პოეზიით დაორთქლილი მინა,
ფოროსმანმა მომიხატა გუშინ

გამიცოცხლდა ძველებური მუზა
და კალამით შიშველ ფურცელს ვათბობ,
საოცარი სიჩუმეა ჩემთან,
ისევ ისე,სტრიქონებით ვდარდობ...

რა ლამაზად აყვავილდა მდელო,
ქარს კი მიაქვს მოქნეული თქეში,
ზარის ხმაა,კარს ვაღებ და ვხედავ-
აპრილია გვირილებით ხელში💫❤️

აკაკი გორდელაძე
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →