შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

ყინწვისის ეზო

AKATONE 2 წლის წინ
გარდაცვალებას გავდა წარსული.
გამხმარ ტოტებში მოსჩანს ყინწვისი.
გულგატეხილი და გათანგული.
გამახსენდება ძველი ივნისი.

გამოიღვიძებს აწმყოს კვირტები.
ფოთლების შრიალს მივცემ გონებას.
არ მასვენებენ ფიქრის თითები
რომ ეხებიან ჩემს მოგონებას.

ყინწვისის ეზო და ხმელი ჩერო.
მწვანე ბუნების მომავლის ასლი.
მითხარი წამო სად შეგაჩერო?
სამწუხაროა ფიქრებს ვერ წაშლი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →