შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

ოლია

ასე მგონია, ჩემო ოლია,
არვინ არ არის შენი ტოლია,
ვის შეგადარო მითხარი, ვის?
ამქვეყნად შენსავით ვინ მიგებს, ვინ?

შენ რომ გიყურებ მიჩნდება იმედი,
ნუთუ ოდესღაც გამიფრინდები,
არ მინდა უშენოდ ვიცოცხლო წამი,
ჩემს გულში მარადჟამს დატოვე კვალი!

ჩვენ გავიძახით ორივე ერთხმად!
რომ სიყვარულს აღვიქვამთ ღმერთად,
ვერ დაგვაშორებს ვერავინ ქვეყნად!
და გამუდმებით ვიქნებით ერთად!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →