შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

ხმელეთის ბაყაყი და მწვანე ტბა II

მე ხმელეთის ბაყაყი ვარ ვზივარ და ყელგაბერილი ბაყაყების ორგვლივ ვყიყინებ !ჩვენს მხარეში რა ხანია არ უწვიმია ,სანამ მე ხანგრძლივ გვალვებში მწერებს ენით ვიგერიებდი მწვანე ტბა მომცრო ,მოყავისფრო გუბედ გადაიქცა,ფიჭვების ხეივანი გახმა და ტბის გარშემო დაფენილი ხავსიც ისე გახუნდა ყოველ გახედვაზე მგონია აალდება .არადა ბაყაყების გარდა ტბით იმდენი სულიერი თუ უსულო საზრდოობს?!.წურბელებმა სხვა ტბებს მიაშურეს,კუს ბოლო ნაშიერის ბაქანი ორი დღის წინ ვნახე ჭიანჭველების ბუდედ ქცეული,გველები უნიათოდ უვლიან გარს, დაძვრებიან კან და ქანც გამოცლილები.ყარყატებმბა სცადეს ამას წინათ წყაროს წყლით მისი ამოვსება ,მაგრამ ისეთი სუფთა და კამკამა იყო არავის გასჩენია ცდუნება მისი ამღვრევის .მე მიჩნდება,ხშირად მიჩნდება სურვილი გადავეშვა კვლავ ძველებურად ვიცურო მასში მაგრამ წარმოვიდგენ თუ არა როგორი ცივია ყველაფერი სუფთა,თუ რა ნაკლებ მიმზიდველია ყველაფერი გამჭვირვალე?!ვაგრძელებ ბორცვზე შემოსკუპებული ლოდინს .ლოდინს როდის დაიქუხებს, აირევა ღრუბლები და შტორმი რომელსაც ასე გავურბოდი როგორ შემითრევს ჭაობის სიღრმეში .მე ჭაობის ბაყაყი ვარ !ვეღარ ვყიყინებ ,სულს ვღაფავ და ველოდები როდის დაიქუხებს…
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →