ჩანაწერი
Laravel
წითელი მთვარე
წუხელ სისხლისფრად ცურავდა ცაზე
ჩვილივით ნაზი წითელი მთვარე
ღრუბლები თითქოს იწვა ჩვენს თავზე
და მე მივხვდი რომ ვერ შევიყვარე
უშენოდ ერთი ვარსკვლავიც კი და
უბრალოდ ახლა შენს გვერდით ყოფნა
მთელი არსებით იმდენად მინდა
რომ არც კი ვიცი სხვაგვარად თხოვნა
თუ შეიძლება,ამაზე მეტად
ხედავ?! მთვარეულს დღეს ჩემებურად
ამეკვიატა წანწალი ღამით
ხანდახან შენთვის ჰაერში მეხად
ვისვრი ნაწერებს ფერგასულ კალმით
იცი შენ არ ხარ ისეთი მშვიდი რომ ბეთჰოვენის გერქვას სონეტი
ბოლო სიზმარში სასტიკად გსჯიდი
მუზებს ებრძოდა წუხელ პოეტი
გახსოვს ნიავის თმებში თამაშში
და აივანზე კალთაში რწევით
როგორ ვისხედით მუდმივ კამათში
დროს ვაფერფლებდი ჩემებურ ჩვევით
წუხელ სისხლიან სხეულზე გყავდი
მისვენებული ჩემთვის მღეროდი
მე ემბრიონში გახვეულს ვგავდი
და დაბადებას შენში ველოდი
ჩვილივით ნაზი წითელი მთვარე
ღრუბლები თითქოს იწვა ჩვენს თავზე
და მე მივხვდი რომ ვერ შევიყვარე
უშენოდ ერთი ვარსკვლავიც კი და
უბრალოდ ახლა შენს გვერდით ყოფნა
მთელი არსებით იმდენად მინდა
რომ არც კი ვიცი სხვაგვარად თხოვნა
თუ შეიძლება,ამაზე მეტად
ხედავ?! მთვარეულს დღეს ჩემებურად
ამეკვიატა წანწალი ღამით
ხანდახან შენთვის ჰაერში მეხად
ვისვრი ნაწერებს ფერგასულ კალმით
იცი შენ არ ხარ ისეთი მშვიდი რომ ბეთჰოვენის გერქვას სონეტი
ბოლო სიზმარში სასტიკად გსჯიდი
მუზებს ებრძოდა წუხელ პოეტი
გახსოვს ნიავის თმებში თამაშში
და აივანზე კალთაში რწევით
როგორ ვისხედით მუდმივ კამათში
დროს ვაფერფლებდი ჩემებურ ჩვევით
წუხელ სისხლიან სხეულზე გყავდი
მისვენებული ჩემთვის მღეროდი
მე ემბრიონში გახვეულს ვგავდი
და დაბადებას შენში ველოდი
Laravel
კომენტარი
0