შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

მიშელ

ფერად სიზმარში ყოველ საღამოს
კოშკზე ვდგავართ და ხელს ფრთხილად მიშვებ
მე გადაღლილი ვწვები მკლავებზე
გამოვიძინებ შენს თმებში მიშელ

ხელის მტევანი რიტმს რომ მიჰყვება
და სიზმრებშიც კი შენ სხეულს იწვევს
სული ჩემია და არ მადარდებს
ახლა ვინც უნდა შენს გვერდით იწვეს

გახსოვს ხულიგნებს ჩვენი სახლის წინ
სიყვარულისთვის სასჯელი მისცეს
არც ეგ მადარდებს ჯვარზეც რომ მაცვან
მაინც დავიცავ პატარა მიშელს

ვთქვი ,,მე ვარ რუთი შენი მხევალი”
შენ მარგალიტებს ფეხებქვეშ მიფენ
სადაც შენ წახვალ მეც ქ ვიქნები
ვერ მიგატოვებ ვერასდროს მიშელ

როგორ უარვყო ვერ ავირიდებ
შენი ბაგიდან გასროლილ ისრებს
მერე მე და შენ ერთად ავივლით
ცამეტ სართულში აღმართულ კიბეს

სიზმარს ცხადად ვგრძნობ როცა შენ გხედავ
ჩემი გული ხარ და მკერდში მიცემ
ხანდახან გკარგავ ისევ გიბრუნებ
რა მემართება არ ვიცი მიშელ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →