შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ფინჯან ჩაიზე გავცვლი სიცოცხლეს

ფინჯან ჩაიზე გავცვლი სიცოცხლეს
პატარა ქუჩის ერთ ბნელ კუთხეში
უბრალო კაფის ხშირი სტუმარი
თბილი გულით და სახით უხეში

სიძველეშეჭმულ სკამზე დავჯდები
რომ ემსგავსება რაღაცით წარსულს
მაგიდის თეთრი სუფრა მიმიქცევს
და მომაგონებს სახეს ფერწასულს

მე ფაიფურის ნელთბილ ლამბაქზე
ხელებს გავითბობ,ფიქრს მივეცემი
მჟავე ლიმონი სახეს შემიცვლის
ფიქრიდგან უცებ გამოვფხიზლდები

როცა შეგამჩნევ კაფის კარებთან
ჩამოიბერტყავ მხრებიდან ფიფქებს
შემოგიძღვება წინ კარისკაცი
და მანტოს ხელში ღიმილით მისცემ

მერე დაჯდები ჩემს წინ შენც ასე
ფინჯან ჩაიზე შემოსულ სტუმრად
ფანჯრიდან ქუჩას გახედავ ცივად
ჩაიბუტბუტებ რაღაცას ჩუმად

გვერდით პატარა რვეულს დაიდებ
ხანდახან შიგნით ნერვიულ წერით
სათვალეს ორქლით გააპრიალებ
და დაიღლები ფურცლებში მზერით

მე კი შორიდან გათვალიერებ
ვერც კი შემამჩნევ ისე შორიდან
შენი შეკვეთა დაიგვიანებს
მიხვალ დახლთან და დინჯად მოიტან

მერე დავიწყებ გაზეთის ფურცვლას
წყნარი მუსიკით ჩაიში თრობა
თავს ვეუბნები უცხო სხეულზე
შეიძლებოდეს ნეტავი ნდობა

ასე ხანდახან რომ შემოვირბენთ
ვიპოვით სითბოს აქ ჩაის სმაში
უბრალო კაფის ხშირი სტუმრები
თავს შევაფარებთ წვიმაში,ქარში

მე კი გაწურულ ლიმონივით ვარ
ახლა მაქვს ზუსტად ასეთი გრნობა
ორნახევარი კოვზი სიროფით
რომ შეიძლება ჩემი დაატკბობა

ხელოვნებაა ჩაის სმა ასე
მოკრძალებული თვალიერებით
ფინჯან ჩაიში გავცვლი სიცოცხლეს
თანაც უსაზღვრო მადლიერებით.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →