შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

შენ არღვევ დუმილს

შენ არღვევ დუმილს იქ სადაც სდუმან კლდესავით ყრუ და უხმაურო ბარიკადები
ნაკადულივით ჩამოუვლი წყურვილს მოუკლავ
მაყვლის ბუჩქივით უკეთურში გაიბარდები

მზის ამოსვლამდე მოასწარი ყველა თამაში
ვინმე მებადურს აიძულე დაგდება ბადის
მერე კი ცხვრები შეაგროვეთ ერთად ფარაში
შენ და მეცხვარემ ,გაიხედე თუ გარეთ ბარდნის

თოვლის კაცუნებს გაუკეთე სტაფილოს ცხვირი
გუგულის ბუდეს შემოაცვი ხავსის კოლაჟი
ხორბლის ყანაში საფრთხობელა დადნება ცვილის
ნამგლები ლეწვით შეიჭრება ჩალის კონაში

მერე კი წადი გაერიე ხალხმრავლობაში
ქალაქის მტვერით შეაგროვე ქუჩები ვიწრო
თუნდაც პირველად მთელი ამ ხნის განმავლობაში
გამომიძახე ისე ძლიერ საფლავშიც ვიგრძნო

შენ ახშობ ხმაურს იმისთვის რომ დუმილს ეომო
თან კალაპოტებს შენებურად აგებ და და არღვევ
ნაკადულივით მირონარევს უნდა ველოდო
შენთვის კალაპოტს ხიბლნარევი თუ როგორ არჩევ .
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →