შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
ჩანაწერი Laravel

სირინოზის სიმღერა

სირინოზის სიმღერა



პატარა მეზღვაურო განაგრძე აღმოჩენა მარგალიტების და ბოთლში წერილების
ცაზე ვარსკვლავები როცა გამოჩნდება ბედის ნიშანია ბედთან შერიგების

მერე გემის კიჩო კლდეებს მიანარცხე სადაც დაწყევლილი განძი გელოდება
ანძას აახოხდი როგორც კოჭლი მაცნე
რადგან შენი წყევლა სხვასთან მეორდება

ღმერთებს შეავედრე ქარის მიმოქცევა
მყარი გემბანი და ლურჯი ჰორიზონტი
ხედავ ალუბლები კლდეზეც იფოთლება
თურმე შენს ოცნებებებს სად არ მოიხმობდი

ზეცას ღრუბლიანი რუხი ჰემატომა
როცა გაუჩნდება გადაგიშლის ფიქრებს
ხოდა მელოდიის უცხო ჟღერადობა
თუ კი სმენას გიხშობს გაეცალე რიფებს

ახლოს არ მიხვიდე მხოლოდ ამ ადგილას
წმინდა აგატას ღრმულს უნდა მოერიდო
ზოგჯერ ლაყუჩები უნდა გამოისხა
ზოგჯერ დამტვრეულ ქვებს ხავსად მოეკიდო

აქ სირინოზები ციცქნა მეზღვაურებს
საამური ჰანგით ხშირად იტყუებენ
გრძნობენ შენნაირებს მუდამ მარტოსულებს
ეუფლებიან ან თავად იუფლებენ

ოკეანის სურნელს აფრქვევს მათი თმები
ხოლო თვალებში აქვთ სუფთა ალმასები
ჩქარი სუნთქვითა და მკერდის აზიდვებით
გეჩურჩულებიან თანაც ალმაცერით

ტუჩებს დაცქერიან როგორც საყვარლები ,
თავის განძის რუკას როგორც კორტასარი .
უხილავი ჟინით ხანაც გამალებით
და თუ საცოდავო კოცნაც მოასწარი?!

ისე გადაყვები ზღვის ქაფიან ბუშტებს
თვალის გახელამდე სიღრმეები გშთანთქავს
მერე ნიჟარას რომ მიიდებენ ყურზე
შენს ხმად მოისმენენ მეზღვაურის ტანჯვას
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →