შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მხოლოდ ჩურჩული მსურდა შენს ყურთან

მხოლოდ ჩურჩული მსურდა შენს ყურთან
გთხოვდი თითებზე სიცოცხლის ათვლას
ახლა ხმამაღლა მაშინ კი ჩუმად
მეძახდი სახელს სიკვდილს რომ
ახლავს

უსუსურობა დამარქვი როცა
სხვები გიძღვნიდნენ მთვარის სონეტებს
დაიმახსოვრე ყოველი კოცნა
მე ქარს ვატანდი მაშინ მომენტებს


დამნაშავეა”დაიქუხა მისმა ჩაქუჩმა
და გაუწყებთ განაჩენზე მწუხარებით
სისრულეში მოსაყვანად ცა გაჩუმდა ახმაურდნენ ყრუ მუნჯნი და მდუმარენი

გულს მომკვეთენ ტილო თავზე ამას ნიშნავს
ილესავენ საჩეხ პირებს ნაჯახები
არ იდარდო ჩემო ღმერთო არამიშავს
გამიხსენე იშვიათი დანანებით

მე ჩურჩულით მოვიპარე შენი დრო და შენს ბუდეში სხვა ჩიტივით დავიბუდე
სად დავმალე ვერ ვიხსენებ თუ სად მქონდა
დავბრუნდები გიპოვი და დაგიბრუნებ
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →