შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ალფა უმი

მე დავიბადე შენს ვარსკვლავად ვარ ალფა უმი
ყოველ ამინდში თუმც არ ვიყო მაინც მხედავენ
მაგ გულისცემის აღმწერი ვარ წიგნაკი უბის
სანამ ჩავქრები დაბნელებას ვერ გაბედავენ

ჟამიანობის ბაცილა ვარ გამჯდარი ლაქად
სადღაც ქსოვილში შიგადაშიგ ხელით ნაჩიჩქნი
ცხელი,უგვანო წებოვანი მასები აქაც
სახრჩობელაა რომ გიმზადებს მსაჯულ ნაფიცნი

სად იყო წამი უხეიროდ გამორჩენილი?
სად იშლებიან ხავერდებად ორქიდეები
ზეწარი თოკზე ასე ურცხვად გამოფენილი
რა გზას გადიან უსასრულოდ მსვლელი დღეები

ცხელი მზის სხივით გაგითბება ცივი თითები
ღამე კი მთვარე დაგიდგება სიბნელის ფერად
მე სადღაც შორს და ათასწლეულს იქით ვიქნები
სანამ სარგებელს ცრუ ღმერთები ეძებენ შენთან

მე დავიბადე შენს ვარსკვლავად ვარ ალფა უმი
შენსკენ მსვლელებს გზამკვლევობას ვუწევ ხოლმე
შენ ხარ ჩემი ოცნებების ოკეანე
ამიტომაც ჯერ არ ვქრები ისე თორემ

თუ მკვდარ ვარსკვლავს დაინახავ საყვარელო
კიაფ კიაფ რომ ვარდება შენს წიაღში
ჩაიფიქრე სურვილები ჩემგან გერგო
აგიხდება უსათუოდ განთიადში
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →