შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

თეთრი სახლის მკვიდრი

ახლა ტბასთან ვცხოვრობ ჩემო მონატრებავ
ხავსში გახვეული თეთრი სახლის მკვიდრი
კოროზირებული ნიჩბით მებაღე ვარ
სარეველებს ვთხრი და წუთებს თითზე ვითვლი

ხოდა კარგად ვხვდები ხიდებს როცა ამტვრევ
უნდა გესმოდეს რომ მშრალი ვერ გამოხვალ
ვურთავ შიგადაშიგ ჩემი ბუხრის ალებს
ვაზებს მომტირალს და უკვე ფესვგამომხმარს

ხშირი ნამწვავები ნივთებს აადგილებს სადღაც სარტრი მედო ვერ ვპოულობ რახან
უსტვენს ჩაიდანი ორთქლით განაგრილებს
ფანჯრებს ვაშტერდები თითით ვაწერ სხვაგან

ხარ და ვფიქრობ ნეტავ რატომ აღარ მომდის
შენი წერილები ,ჩემი ნავიც ლპება.
ვცდილობ გავიხსენო რიცხვი ბოლოს როდის
ნავთი მთავრდება და ზოგჯერ ლამპაც ქვრება

ფოსტა ბეღურების ბუდედ გადაიქცა
სხვენში ნესტია და ზოგჯერ წვიმაც წვეთავს
მჟავე ალუბალი ყელში გადამიცდა
შენი მოლოდინი ჩემში ისევ ფეთქავს

როგორც იმ წელიწადს შენი გული,მახსოვს
გიმახსოვრებდი და ვწერდი შენში სიტყვებს
მათზე ოცნებები ძველებურად მართობს
როცა ჩემი ძაღლი კუდის ქნევით მისმენს

თოთხმეტი მალა,ექვსი ნეკნი,ორი ლავიწი
ხავერდის კანი ,ცრემლნარევი ღაწვების წვიმა
დასანანია ამ იმედით როგორ გაგიშვი
და მაინც არ ვწყვეტ მიჩერებას ჰორიზონტს მიღმა
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →