შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

როს უყვარდათ ადრე უბრალოდ

ვაი მას ვისაც სიყვარული ლხენა ჰგონია
ეგღა გვაკლია გვიყვარდეს და ბედს ვუღიმოდეთ
თუკი ოდესმე შესანდობი რამე მქონია
სიყვარულია ბატონებო და არ გინდოდეთ

მისგან მისხალი თუნდაც რამე სამხიარულო
უნდა იმკიდე ტიალ მინდვრებს ეკალ მაყვლიანს
რომ ნება მისცე მარტოობას ცრემლი გაპკუროს
რადგან გონება იმახსოვრებს მხოლოდ ნაღვლიანს

მხოლოდ ტკივილში თუ შეიგრძნობ ტკბობის სიამეს
უყვარდათ ოდეს და მე სულაც არ მეჩვენება
რამე იმგვარად რომ მირევდეს ანდაც ვურევდე
მით უფრო მაშინ როცა ასე დამეჩემება

ენის ტარტალი ჩემისთანა ყეყეჩ ბრიყვებთან
გავიმეორებ როს უყვარდათ ადრე უბრალოდ
არა მარტივად თუკი სიტყვა სიტყვას მიჰყვება
არ შეიყვაროთ უჯრედიც კი სამხიარულოდ.
Laravel

კომენტარი

1
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →