შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge სადაც სიტყვა ცოცხლობს
ჩანაწერი Laravel

პირველი სიყვარული

რატომ გგონია დავივიწყე მე ყველაფერი?
ჩვენი შეხვედრის ყველა წამი მომაგონდება,
თუ ჩვენს სიყვარულს დაჰკრავს უკვე მუქი ელფერი,
თავს დაბლა გიხრი,თვალზე კურცხალი ჩამოგორდება.

შენ არ გესმოდა ჩემი სულის ამოძახილი,
მე შენ გეტრფოდი,წრფელი გულით და ნეტარებით,
რად დაივიწყე ფათერეკები თავს გადახდილი?
დღეს მე ვიგონებ მწარე ფიქრით და დანანებით.

შენ არ გწადია გახსენება ჩვენი შეხვედრის,
მხოლოდ გულს მიკლავს,მოკლებული შენი ალერსი,
დრო სწრაფად გარბის,აღარ მრჩება წუთი ვედრების,
სახსოვრად შემრჩა გამოხედვა შენი თვალების.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →