შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ვერ დაგივიწყე,რა მწარე იყო ეს გახსენება

ისე გამშორდი სიტყვა ვერ გითხარ დავრჩი ეული,
შენ აღარ გესმის ჩემი ხმა და ჩემი ძახილი,
დამტოვე კენტად,შემიბრალე გზააბნეული,
გული მომიკალ და ჩამეცი ზურგში მახვილი.

მე უშენობამ დამიკარგა სითბო,ალერსი,
ვუყურებ შენს გზას ნაღვლიანი,ფიქრით დაღლილი,
დავკარგე გრძნობა სიყვარულის,ნახვის ხალისი,
ჩვენი შეხვედრის ყველა კვალი დარჩა წაშლილი.

გულს დარდი მაწევს და ამ დარდმა არ მომასვენა,
ისევ შენ გხედავ,მელანდება შენი მშვენება,
ცრემლები მომდის თვალის გუგები სულ დამისველდა,
ვერ დაგივიწყე,რა მწარე იყო ეს გახსენება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →