შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

გამირბის წუთისოფელი

გათენდა მზე ამოვიდა,
ატყდა ჩიტების ჟღურტული,
ბოსლიდან ისმის ბღავილი,
ცხენების ჩუმი ფრუტუნი.

სოფლის შარაზე გამოჩნდა,
მწყემსი და მისი ნახირი,
ისმოდა შეძახილები და
ნაადრევი ძახილი.

ზაფხულის დილა გათენდა,
იღვიძებს ჩემი სოფელი,
ორომტრიალში,ფუსფუსში,
გამირბის წუთისოფელი,

მოკლე ყოფილა ცხოვრება,
ეს წლები ისე გარბიან,
არ გამაჩნია ქონება
და არაფერი მწადია.

მე არ მჩვევია ჩივილი,
ვიყავი მუდამ კეთილი,
და თუ მქონია ტკივილი,
არ დავრჩი გულდაწყვეტილი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →