შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

ბევრი კი დაგვრჩა მოსაგონარი

შემთხვევით შეგხვდი ვეღარ გიცანი,
ისე იყავი სახეშეცვლილი,
თვალებით მხვრეტდი,როგორც მისანი,
ალბათ შენ ასე გქონდა გათვლილი.

ღიმილი ისევ შემოგრჩენია,
შემოგყურებდი განცვიფრებული,
ეს გამოხედვა ნუთუ შენია?
ვიდექი კაცი გაკვირვებული.

მე რომ მცოდნოდა გზას აგივლიდი,
მგზავრები გავხდით ერთი გზისანი,
ჩაგივლიდი და ვერც შეგამჩნევდი,
სხვა საქმე მქონდა და სხვა მიზანი.

მატარებელი ნელა მიდის,გზა კი შორია,
ბოლო სადგური ნეტავ სად არი?
ჩვენ ერთად დიდხანს არ გვიცხოვრია,
ბევრი კი დაგვრჩა მოსაგონარი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →