შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

გზა დამილოცე დედავ

შენ ჩემი გულის მესაიდუმლევ,
რატომ მიწყრები ნეტავ?
შორს არ მივდივარ,დროებით გტოვებ,
გზა დამილოცე დედავ.

წუთისოფელი აღარ დამინდობს,
ამას შენც კარგად ხედავ,
ბევრი ვიფიქრე,ღმერთი შემინდობს,
გზა დამილოცე დედავ.

შუბლი გახსენი,გთხოვ მაპატიო,
ვთამამდები და ვბედავ,
გშორდები,მაგრამ დაგიბრუნდები,
გზა დამილოცე დედავ.

ჩემზე ლოცულობ ცრემლად იღვრები,
ეს ჩემს გულს მწარედ ხვდება,
ვკოცნი შენს ხელებს და გეფერები,
გზა დამილოცე დედავ.

კვლავ გაგახარებ ჩემო მშობელო,
ჩემო სითბოვ და სევდავ,
რომ მეთანხმები მადლობელი ვარ,
გზა დამილოცე დედავ.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →