შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

სიყვარულის ვიყო ღირსი

ალალ გულით შემიყვარდი,
არ გამცილდე ჩემო კარგო,
თავს გაფიცებ დამიბრუნდი,
მეშინია არ დაგკარგო.

დარდი მაქვს და სევდა მაწევს,
ვერაფერი გამიგია,
შენი ლანდი უკან დამდევს,
ფიქრები სულ ამერია.

მწუხარე ვარ,დაზაფრული,
რომ ვერ გხედავ უფრო ვდნები,
გულს არა აქვს სიხარული,
მოდი ჩემთან გევედრები.

ნუ დამტოვებ გეხვეწები,
რა ვიღონო აღარ ვიცი,
შენ სურათებს ვეფერები,
სიყვარულის ვიყო ღირსი.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →