შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
ჩანაწერი Laravel

მწყემსი ბიჭის სიმღერა

არც დედა მახსოვს არც მამა,
ობლობაში ვარ გაზრდილი,
ჩემი ბინაა მინდორი,
სივრცე უსაზღვროდ გაშლილი.

ცხვარს დავდევ მინდორ-ველადა,
დილა არის თუ ბინდია,
სავსე მაქვს ღვინით ხელადა,
ტყაპუჭი არ გამიხდია.

მაგრად მიჭირავს კომბალი,
ხელიდან არ გამიშვია,
თბილად მახურავს ნაბადი,
სახლივით შემყვარებია.

მადლობას ვუხდი ბიძაჩემს,
ვინც მე ვაჟკაცად მაქცია,
შვილივით მზრდიდა,მივლიდა,
ალალმართალი კაცია.

უკვე მეოცე წელია,
ბიძას ვუდგევარ მხარშია,
სიკეთე ბევრი მაჩვენა,
არ დავრჩენილვარ ვალშია.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →