შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

ნამი

ჩემგან გამსჭოლი მზერის სხივის ნასროლი წვეთი,
დროის მტარვალი ბობოქარი დიქტატორია...
თვითონ მე დამსჯის ჩემი ცრემლი, ჩემგან ნასროლი...
თუ უმიზეზოდ გადმოვუშვი თვალის ჭრილიდან..

დავუზავდი უწვიმობის რუხ ღრუბლის მტვერს...
აღარ მომდის ჩანჩქერებად ცრემლის წვიმა...
ტრაქტატს ხელი მოვაწერეთ მე და სევდამ,
რომ ხანდახან გადაუხვევს ჩემი ლეშის გარე გზიდან...
რომ ხანდახან აბსტრაქტული სითხის წვეთი,
როგორც უწინ, მღელვარებით, შიგ დარჩება,
რადგან,ახლა, ამ გაზაფხულს,
ჩემი ცრემლი -
მორწყავს სულის გათეთრებულ, ჭრელ ყვავილნარს....

2018.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →