შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge იკითხე · დაწერე · გააზიარე
ჩანაწერი Laravel

მენტალური კათარზისი

შფოთვით აგიზგიზებულ, შემოჩვეულ ტაქიკარდიას
ფონად ვივალდის ზამთარს მოუხდენ.
შიშებს, მარადიულს, მტვრისფერს მოწმენდ და
შენში ურყევი ამიგდალას რყევას მოუსმენ.

მერე, სიმშვიდის ზღურბლთან მდგომი, კარსაც შეაღებ.
ეცდები, არ იქცე ფიქრებსმიბმულ განსხეულებად.
მიჰყვები ვივალდს და გაითავისებ,
რომ ბოლოს, ფიქრებშიც გაზაფხულდება!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →