ჩანაწერი
Laravel
L'OEIL DU MONDE - თვალი.
ფიქრის აპოგეა, თვალი ექსტრავერტი,
წამის მეასედში, გიგაპარსეკებით,
ხედვის არეალი - საზღვარს გაცდენილი,
სუნთქვა შერეული, ფერი - გაცრეცილი.
ნერვი გაწყვეტილი, სისხლი - აღრეული,
სიტყვა დაკარგული, გონის ვოიაჟით.
სადღაც, კოლექტიურ არაცნობიერში,
მე ინტროვერტი, თვალი - ხელოვანი.
ფერი ალისფერი, აზრად გარდაქმნილი,
ბგერათშეერთება - სხივად მოვლენილი.
და ამფიტრიტეს ზვირთის გადასერვით,
საკუთარ მესთან ომი - ამორფული!
დუელანტს გამოვიწვევ, თავსაც დავამარცხებ,
სიტყვა მჭრელი მაქვს და ხედვა - “ელამი”.
უნივერსალურად მხოლოდ გოეთეს მწამს,
ახლაც ცოცხალი აქვს მესამე თვალი.
სარკმელს გავხსნი და კარს არ გავაღებ,
ფიქრებს ჯავშანი რითმით მოვაცვი.
ელვით მნათობი ბილიკის გავლით -
JE SUIS NINIKO, C’EST LA VIE!
__
2019.
წამის მეასედში, გიგაპარსეკებით,
ხედვის არეალი - საზღვარს გაცდენილი,
სუნთქვა შერეული, ფერი - გაცრეცილი.
ნერვი გაწყვეტილი, სისხლი - აღრეული,
სიტყვა დაკარგული, გონის ვოიაჟით.
სადღაც, კოლექტიურ არაცნობიერში,
მე ინტროვერტი, თვალი - ხელოვანი.
ფერი ალისფერი, აზრად გარდაქმნილი,
ბგერათშეერთება - სხივად მოვლენილი.
და ამფიტრიტეს ზვირთის გადასერვით,
საკუთარ მესთან ომი - ამორფული!
დუელანტს გამოვიწვევ, თავსაც დავამარცხებ,
სიტყვა მჭრელი მაქვს და ხედვა - “ელამი”.
უნივერსალურად მხოლოდ გოეთეს მწამს,
ახლაც ცოცხალი აქვს მესამე თვალი.
სარკმელს გავხსნი და კარს არ გავაღებ,
ფიქრებს ჯავშანი რითმით მოვაცვი.
ელვით მნათობი ბილიკის გავლით -
JE SUIS NINIKO, C’EST LA VIE!
__
2019.
Laravel
კომენტარი
0