შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ლიტერატურის მოყვარულთა ადგილი
ჩანაწერი Laravel

აღსარება

აღსარება

უფალო, მაპატიე,
ცოდვა _ ცოდვიანს,
ფიქრი _ ეშმაკიანს,
დარდი _ დარდიანს.
უფალო, აპატიე,
გულს _ ბოროტიანს,
სულს _ ობობიანს,
აზრთა სევდიანს.
უფალო, მაპატიე,
უგზო-უკვალოდ,
თითქოს უაზროდ,
ყოფნა უდარდოდ.
უფალო, მაპატიე,
ცუდი ქმედება,
კერპთა დიდება,
თავ-განდიდება.
უფალო, მაპატიე
უსიყვარულოდ
მადლის კეთება,
უსიყვარულოდ,
რწმენა, ცხოვრება.
უსიყვარულოდ
არსებობა და
მერე ლოცვაში
რწმენის მტკიცება.
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →