შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge მკითხველი და ავტორი — ერთ გვერდზე
ჩანაწერი Laravel

აქ სამყარო

* * *


აქ სამყარო გახდა შავი "ნაბადა”

კაცმა შვილი, ნეტა, როგორ დაბადა?

ქალმა კაცის შეითავსა პირობა,

გლეხის დარჩა მხოლოდ საქმე _ ვირობა!

მინისტრობა იქცა ფულის ქარხანად.

დეპუტატი პარლამენტში სალხენად.

სინდისს ჩაგრავს ბოროტება, მრუშობა,

დაგვემართა პუტინობა, ბუშობა.

ჩვენს ეზოში ვანადგურებთ ყვავილებს,

ვუვლით უცხო პლანტაციებს,

მწვანილებს...

არ გვეზრდება უკეთესი თაობა?

გაზრდილები გადაყლაპა ჭაობმა.

ეს სამყარო გახდა შავი ნაბადი,

კაცმა შვილი, ნეტა, როგორ დაბადა?

ქალმა კაცის შეითავსა პირობა,

გლეხის დარჩა მხოლოდ საქმე _ ვირობა!
Laravel

კომენტარი

0
კომენტარის დასამატებლად გაიარეთ ავტორიზაცია. ავტორიზაცია →