შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ყოველ დღეს ახალი სტრიქონი
დღის ნაწერი პოეზია

ობსესია

ერამდენე დღე მიდის?
თარიღებში დავიკარგე-მეშინია...
ვერაფრით ვერ დაგივიწყე-ობსესია.
დამჭირდება ფსიქოლოგთან ერთი-ორი სესია.
წაიკითხე მთლიანად ❧ 1 წთ

პლატფორმის ნაკადი

4 ნაწერი
მთელი არქივი →
პროზა

გახრწნა

უკვე რამდენიმედ ღამის მოჩვენება უკვე ჩურჩულებდნენ ღამით საავდროზე. აბა დროზე ნუღარ დაყოვნდები! გიორგი სიხარულიძე გიორგი სიხარულიძე · 2 წთ
პროზა

ხელმწიფე და სამი შვილი

ერთ ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა. ძალიან რომ მოხუცდა, დაიბარა სამივე და უთხრა: – შვილებო, მე დავუძლურდი. სამეფოს მართვა მიჭირს. ერთ-ერთმა თქვენთაგანმა უნდა შემცვალოს. მე კი სამივე ერთნაირად მიყვარხართ და ვერ გადამიწყვეტია, რომელი აგირჩიოთ. ამიტომ, ვინც ყველაზე ძვირფას საჩუქარს მომიტანს, ტახტსაც ის ჩაიბარებსო. გავიდა ხანი. დადგა სჩუქრების მიღების დრო. უფროსმა ვაჟმა მამას ისეთი მარგალიტი აჩუქა, მისი მსგავსი დედამიწის ზურგზე რომ არ მოიპოვებოდა. ისე ბრწყინავდა და ანათებდა იქაურობას, გეგონებოდათ მზე ჩამოსულაო ციდან. გიორგი ფაჩუაშვილი გიორგი ფაჩუაშვილი · 2 წთ
პროზა

ოცნება

ერთ სოფელში პატარა ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც გამუდმებით ოცნებობდა გაფრენაზე. აძვრებოდა ხოლმე ხეზე და გაშლილი ხელებით ხტებოდა. ეგონა, გაფრინდებოდა. სულ დამტვრეული დადიოდა, მაგრამ ფრენაზე მაინც ოცნებობდა. რომ წამოიზარდა, უკვე დამხმარე საშუალებების ხმარება დაიწყო. ხან ხისგან გააკეთებდა ფრთებს, ხან ქაღალდისგან, ხან კიდევ რისგან, მაგრამ არაფერი არ შველოდა, მაინც იმტვრეოდა. როგორ არ ეხვეწნენ ნათესავ–მეგობრები, მაგრამ ვერაფრით ვერ გადააფიქრებინეს უაზრო ოცნების ასრულება. ის კი არა და, დღე და ღამე ტყეში დადიოდა და ფრინველებს აკვირდებოდა, იქნებ ვისწავლო, როგორ დაფრინავენო. ბოლოს, რომ დარწმუნდა, ყველაფერი იცოდა, დიდი ლამაზი ფრთები გააკეთა, ტანზე მიიბა და კლდის თავიდან გადმოხტა. მაგრამ სასწაული არ მოხდა – მიწაზე დაენარცხა და სულიც განუტევა. გიორგი ფაჩუაშვილი გიორგი ფაჩუაშვილი · 1 წთ
პროზა

მათხოვარი

ერთ ჩვეულებრივ ქალაქში ერთი ჩვეულებრივი კაცი ცხოვრობდა. არც არაფრით გამორჩეული და არც სხვაზე ნაკლები, როგორც თვითონ ფიქრობდა. ალბათ ისეთი, როგორიც ამ ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა .როგორც მრავალი მათგანი, ესეც „საჭირო” ადამიანებს მეტ პატივს სცემდა; ზოგს თავსაც კი უხრიდა, ხოლო დანარჩენებს ისე, ზრდილობის გამო თვლიდა ადამიანებად. დადიოდა სამსახურში ყოველდღე და ავტობუსისის გაჩერებაზე რომ მოხუცი მათხოვარი იჯდა, ფიქრობდა: ნეტა ვის რაში არგია ეს საცოდავი? დილიდან დაღამებამდე აქ ზის და ფულს მათხოვრობს. არ რცხვენია მაინც? მე ვიშრომო, ვიწვალო და ფული ამას ვაძლიო? არა, ვისაც უნდა იმან აძლიოს, მე ვერაფერს მივცემ. რაში უნდა დამჭირდეს ცხოვრებაში, რა უნდა მოხდეს ისეთი? – ფიქრობდა ყოველ მის დანახვაზე და არხეინად აგრძელებდა გზას. თუმცა, ერთხელ, კაზინოდან მომავალმა და მოგებით და სიმთვრალით გაბრუებულმა, მაინც გაიმეტა ლარიანი და მოხუცს მედიდურად დაუგდო: – აჰა, მარო ბებო(ასე ეძახდა ყველა), შენც გაიხარე ცოტაო. ერთხელაც, ერთ ჩვეულებრივ დღეს, სამსახურში მიმავალს მანქანის მუხრუჭის საშინელი ხმა შემოესმა. ვერაფრის დანახვა ვერ მოასწრო, ერთმანეთში აირია მანქანის საბურავები, მზის სხივი და უეცარი ელდა. უცებ დაბნელდა ყველაფერი და შეგრძნებაც გაქრა.თვალები რომ გაახილა, ერთ დიდ ოთახში ლოგინზე იწვა. გვერდით თვალებდაწითლებული მეუღლე ეჯდა და იმედიანად შესცქეროდა. გიორგი ფაჩუაშვილი გიორგი ფაჩუაშვილი · 4 წთ
ამ ფილტრში ეს არის ყველაფერი.

ცოდნის არენა

KNOWLEDGE ARENA
ყველა ქვიზი →
ქვიზები ჯერ არ არის — მალე დაემატება.

დღის კვესტები

ანგარიშით ირიცხება
მოიწონე 3 ნაწერი
+40 ქულა
0 / 3
გაიარე ერთი ქვიზი
+60 ქულა
0 / 1
გამოაქვეყნე ერთი ნაწერი
+30 ქულა
0 / 1

შენი გზა

YOUR PATH
ეს შენს ანგარიშს სჭირდება — ქულები, სტრიკი და შენახული ნაწერები ერთ ადგილას.
✧ ქულები და XP — ქვიზებზე და დუელებზე
✦ შენახული ნაწერები ერთ კრებულში
❧ სტრიკი, კვესტები, კვირის რეიტინგი

კითხვა ანგარიშს არ ითხოვს — ალმანახი მთლიანად ღიაა. ანგარიში მაშინ დაგჭირდება, როცა შენახვას, კომენტარს ან წერას მოინდომებ.