შიგთავსზე გადასვლა
poetry.ge ჟურნალი, რომელიც კითხვისას იზრდება
დღის ნაწერი პოეზია

ობსესია

ერამდენე დღე მიდის?
თარიღებში დავიკარგე-მეშინია...
ვერაფრით ვერ დაგივიწყე-ობსესია.
დამჭირდება ფსიქოლოგთან ერთი-ორი სესია.
წაიკითხე მთლიანად ❧ 1 წთ

პლატფორმის ნაკადი

282 ნაწერი
მთელი არქივი →
ესსე

ბესიკ ხარანაულის კარტოფილი

#ოპუსები ნინო დარბაისელი ბესიკ ხარანაულის კარტოფილი ნინო დარბაისელი სტრონი ნინო დარბაისელი სტრონი · 4 წთ
ესსე

მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი II

78. კეთილი ზნეობა ისევე ჭირდება სხვას, როგორც შენ, ეს ეხება როგორც ემოციების მართვას, ასევე საკვებ-სასმელის ზომიერების დაცვას, რადგან თუ არასწორად ცხოვრობ, მაშინ როგორც ხორცის, ასევე აზრის არაჯანსაღი მიდრეკილებები და გამოვლენის სურვილი გადადის წინა პლანზე. 79. ჩვენივე ნათქვამი სიტყვები და ჩადენილი ქცევები, იმის მიხედვით თუ როგორია ისინი, უარყოფითი ან დადებითი ენერგიის სახით გვიბრუნდება ისევ ჩვენ და შესაბამის გავლენას ახდენს, ასე რომ, როდესაც სხვას მიიჩნევ შენი უბედურების ან ბედნიერების მიზეზად, ნუ დაგავიწყდება, რომ იმ სხვაზე მეტად შენი დამსახურებაა ეს ყველაფერი. 80. ობიექტური და არა მიკერძოებული თანადგომა, საქმით იქნება ეს თუ სიტყვით, შენთვისაც მეტად სასარგებლოა. ნუ ფიქრობ თავის არიდებით ადვილად გახვალ ფონს, ამ სამყაროში არაფერი იკარგება და შესაბამისად აისახება ჩვენს მდგომარეობაზე. მამუკა სირაძე · 49 წთ
ესსე

პოსტმოდერნი არა და ფლავი კიდე!

#დილაუზმოს_ფიქრებიდან ნდს პოსტმოდერნი არა და ფლავი კიდე! ნინო დარბაისელი სტრონი ნინო დარბაისელი სტრონი · 3 წთ
ესსე

მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი IV

295. როდესაც ვაკვირდები ადამიანებს, მათი უმრავლესობის მიერ არჩეულ გზას, ვხედავ, რომ ეს გზა თავადაც არ იციან რას ეყრდნობა, ესაა ღმერთის მიმართ რწმენა, (ვინაიდან ბაგით აღიარებენ, მაგრამ გული ცარიელია ნამდვილი რწმენისაგან) თუ სხვა რამის, რაც სმენიათ არსებობის შესახებ, ან არაფრის მიმართ რწმენა. ვფიქრობ, რომ ეს უკანასკნელი უფრო მორგებულია მათ მენტალობაზე, რომ იცხოვრო და დატკბე როგორც ამას გიკარნახებს გული, რომ ადამიანი უნებლიედ განვითარებული ცხოველია, რომელიც არავინ იცის თუ საიდან გაჩნდა ამ ქვეყანაზე, რომ მან უნდა მოიხვეჭოს რაც შეიძლება მეტი, მიაღწიოს რაც შეიძლება მაღალ მდგომარეობას და იამაყოს იმით, რომ მან ასე თუ ისე სხვებთან შედარებით მეტი შეძლო ამ ხანმოკლე ცხოვრების სარბიელზე... აი სწორედ ამაზე დაყრდნობა და ამის ,,რწმენით“ წარმოშობილი თვითკმაყოფილება მიმაჩნია ფანატიზმის ერთ-ერთ უმახინჯეს ფორმად, რადგან არა ცხოვრების საზრისის გულწრფელი ძიების შედეგადაა წარმოქმნილი მსგავსი დამოკიდებულება, არამედ ეგოიზმისა და ამპარტავნების სამარცხვინო ნაყოფია ეს ყველაფერი და კაცობრიობის მახინჯი სურათი, თუ როგორ ცხოვრობს უმცირესობა, უბრალოდ მოარსებე უმრავლესობის ხარჯზე, თუნდაც წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით, რომ არაფერი ვთქვათ სხვა უსამართლობებზე, სწორედ ამ აზროვნების შედეგია. 296. არაფერია ისეთი საზიანო ქვეყნისა და შესაბამისად ოჯახთა კეთილდღეობისთვის, როგორც უგრძნობი, გაქვავებული გულია, რომელიც ყველაფერს თმობს, ოღონდაც დააკმაყოფილოს სურვილი მეტის შოვნისა და მოთხოვნილება ბიწიერი ტკბობისა, სულიდან მომდინარე იქნება ეს თუ ხორციდან, ამიტომაა, რომ ეს უგრძნობლობა იგრძნობა ყველგან და ყოველ საქმეში, სადაც წვდება მსგავს ადამიანთა მსახვრალი ხელი. 297. ყველაზე მეტად საპატივცემულოდ და სიყვარულის ღირსად ის ხალხი უნდა მივიჩნიოთ, რომელთა ცუდიც, ეს იქნება მატერიალური თუ ფიზიკური ზარალი ან გარდაცვალება, მოგვაყენებდა უდიდეს ტკივილს და პირიქით, ჩვენი მათ, შესაბამისად ყველაზე მეტ დროს, სწორედ მათთან უნდა ვატარებდეთ ვინც ყველაზე მეტად გვიყვარს და ვისაც ყველაზე მეტად ვუყვარვართ, მაგრამ, თუ ასე არ ხდება, კარგად უნდა გავაანალიზოთ რატომ. შემდეგ კი უფალს შევთხოვოთ, რომ გამოვფხიზლდეთ და გამოვსწორდეთ, რადგან ამ დროს უკან ვეღარ დაიბრუნებ. მამუკა სირაძე · 79 წთ
ესსე

"Not everything that is learned is contained in books."

Books are sometimes magical things, they can inspire people. A book is like an old, wise owl: it can advise, motivate, and make you come alive as your new self can change you. You can read in a book about billionaires' secret advice, how they earn a lot of money; you can read famous scientists theories and people can believe that this can brighten your mind (this is mind radiance). In a book, you can try all the – book - character lives. When you read some themes about characters, or about the author’s experience, is the very moment - when you learn something from the author’s experience, is the very moment - when you learn something from the past, (something). It is maybe a memory or some information. My especially favorite, very good documentary book about real characters is, for example, Arthur Conan Doyle - The Adventures of Sherlock Holmes. Experience has some practical memory in real life. You can’t read it in a book. Experience is all about people’s life memory. We all collect experiences step by step, it is a part of the past and present time. If you taste past salty memories, you will be the best person in your future. We create our own experiences. I think the book and experience are different worlds – they are twins but have different faces. But in this case, I think experience is more special than reading books because we can look at the book with other eyes. In a book, a theory is written that humans can use it and read it. But in real life, experiences have theory and practice together. I agree with only one opinion, namely that experience is very important in life. Yes, not everything that is learned is contained in books. Firstly, people from ancient times adapted and changed. We can learn from each other. If a person wants success, he can not learn from theory how to achieve it – he has yet to lose something and then change his steps. This is an experience. Humans always learn, for example, If you only walk in the street and you do not think about anything it does not mean you are not learning anything. გიორგი სიხარულიძე გიორგი სიხარულიძე · 4 წთ
ესსე

მათთვის ვინც ყველაფერი იცის (ფიქრები) - ნაწილი III

193. ყოველი ადამიანი უნდა დაფიქრდეს და გააცნობიეროს, თუ რა არის ის უმთავრესი საზრუნავი, ის უმთავრესი მიზანი, რისთვისაც ის ამ ცხოვრებაში მოევლინა, აუცილებელი ეს არის, დანარჩენი ყველაფერი მეორე ხარისხოვანია (თუმცა სწორი მიდგომის შემთხვევაში ძალზე მნიშვნელოვანიც), ყველანაერი ცოდნა - როგორიცაა სხვადასხვა მეცნიერება, ხელოვნება, ლიტერატურა, იმ უმთავრესი მიზნის გარეშე აზრს კარგავს და მხოლოდ მიწიერ, წარმავალ აზროვნებას და რაც ყველაზე უარესია ღმერთისგან გაუცხოებას ემსახურება (ვინაიდან ერთი და იმავე ინფორმაციას, მთელი რიგი გარკვეული საკითხების შესახებ, განსხვავებულად აღიქვამს მატერიალისტური და იდეალისტური გონება), მაგრამ თუ ის უმთავრესი მიზანი ღმერთთან ერთობისა, შენი ნომერ პირველი საზრუნავია, სხვა ყველაფერი უფრო მეტ აზრს იძენს და ისე წარიმართება თავისუფალი ნების მიერ, ღვთის სიტყვის შეწევნითა და სულიწმინდის მადლის თანადგომით, რომ იმ უმთავრესს არ გაკარგვინებს და სხვა დანარჩენშიც ასე ვთქვათ შავის თეთრისაგან გარჩევის შესაძლებლობას იძლევა. ვერ ერკვევი პოლიტიკაში? არა უშავს, ხშირად თავად პოლიტიკოსებსაც უჭირთ, არ ხარ ხელოვანი? არა უშავს თუ ამისი ნიჭი და უნარი არ გაქვს განვითარებული და ა.შ. მაგრამ მიტოვებული გქონდეს ცხოვრების საზრისის ძიება, ეს ნიშნავს თავის დაკარგვას, ეს ყველაფერს ამაოს ხდის და ამ ამაოებას გადავცემთ შვილებსაც, მათაც ვწირავთ თავის დასაკარგავად, თითქოს მხოლოდ ეს იყოს ჩვენი არსებობა, რაც ერთი შეხედვით ჩანს. 194. თითქოს არც არაფერი და იმავდროულად ყველაფერი გასაგებია ჩვენთვის, რაც ჩვენს არსებობას ეხება, ეს ყველაფერი როგორც ელვის სინათლე და უკუნი შეიძლება მუდმივად ენაცვლებოდეს ერთმანეთს. მაგრამ არა ეს, არამედ სხვა რამ არის მთავარი, ესაა იცოდე მოცემულ მომენტში რას ემსახურები, სინდისს და მასთან ერთად ყოველივე დადებითს, თუ პირიქით ძლეული ხარ უარყოფითი ვნებებით, მაგრამ თუ ვინმე იკითხავს რატომ? დაე ისიც იკითხოს, თუ რატომ არა, პასუხი ორივე შემთხვევაში რწმენამდე მიდის, ეს იქნება ღმერთის, შემთხვევითობის - როგორც მსოფლმხედველობის თუ სხვა რამის მიმართ რწმენა. 195. ერთხელ, ბავშვობისას, როცა სუფრაზე მყოფი უფროსი ადამიანები გვლოცავდნენ, ერთმა მათგანმა ასე თქვა, რომ ამათში არააო ანგარება, არამც თუ არ იყო, არც კი ვიცოდით საერთოდ რას ნიშნავდა.. ნეტავი არც არასოდეს გამეგო ამის შესახებ.. საჭიროა შევინარჩუნოთ ბავშვური უბრალოება, მაგრამ თუკი დავკარგავთ და სინდისი შეგვაწუხებს, ღმერთს შევევედროთ.. არ არსებობს უანგარობაზე დიდი სიმდიდრე, რადგანაც მხოლოდ ამ ხასიათით მოტანილ ცხოვრებას შეიძლება ეწოდოს უხრწნელი საგანძური.. მამუკა სირაძე · 58 წთ
ესსე

Absolute cinema

რთული საკითხია – სად გადის ზღვარი სიყვარულსა და ღალატს შორის? სად მთავრდება ურთიერთობა ღალატის შემდეგ და იწყება დრო, როცა უნდა გადაწყვიტო – პატიობ თუ არა? და თუ პატიობ, როგორ და რამდენად? ვინ რას პატიობს – ან პატიობს კი საერთოდ? სად იკვეთება სიყვარული და ღალატი, და შეიძლება კი ღალატში გამართლება ვიპოვოთ სიყვარულისთვის? რას ვამართლებთ, როცა ვიღაცას ვტკენთ? და საერთოდ, არსებობს კი სიყვარული ღალატის შემდეგ — ან მანამდეც კი? ჩემს თავზე დაკვირვებამ, გარშემომყოფების ქცევებმა და საკუთარი გონების გამძაფრებულმა განცდებმა დამაფიქრა: როგორ რეაგირებენ ადამიანები ღალატზე? როგორ ენაცვლება ერთ ფიქრს მეორე და როგორ იშლება ეს ტალღებად ჩემში? კოპაძე ანი · 4 წთ
ესსე

დენოტაცია და კონოტაცია პოეზიაში

#ოპუსები ნდს დენოტაცია და კონოტაცია პოეზიაში ნინო დარბაისელი სტრონი ნინო დარბაისელი სტრონი · 8 წთ

ცოდნის არენა

KNOWLEDGE ARENA
ყველა ქვიზი →
ქვიზები ჯერ არ არის — მალე დაემატება.

დღის კვესტები

ანგარიშით ირიცხება
მოიწონე 3 ნაწერი
+40 ქულა
0 / 3
გაიარე ერთი ქვიზი
+60 ქულა
0 / 1
გამოაქვეყნე ერთი ნაწერი
+30 ქულა
0 / 1

შენი გზა

YOUR PATH
ეს შენს ანგარიშს სჭირდება — ქულები, სტრიკი და შენახული ნაწერები ერთ ადგილას.
✧ ქულები და XP — ქვიზებზე და დუელებზე
✦ შენახული ნაწერები ერთ კრებულში
❧ სტრიკი, კვესტები, კვირის რეიტინგი

კითხვა ანგარიშს არ ითხოვს — ალმანახი მთლიანად ღიაა. ანგარიში მაშინ დაგჭირდება, როცა შენახვას, კომენტარს ან წერას მოინდომებ.